X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

მზია გიორგობიანმა ისრაელის ელჩთან შესაძლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა

2 სექტემბერი 2021

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი საქართველოში ისრაელის ელჩ რან გიდორს შეხვდა.

შეხვედრის მხარეებმა განიხილეს ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობის შესაძლებლობის საკითხები.

ისრაელის ელჩმა ქართულ მხარეს გაუზიარა ინფორმაცია ებრაული კომპანიების ინტერესის სფეროების შესახებ. მისი თქმით, დიდია დაინტერესება არაერათი მინართულებით, მათ შორის, წყალმომარაგებისა და არასახიფათო ნარჩენების გადამუშავებასთან დაკავსირებით, რაშიც ებრაულ კომპანიებს ინოვაციური მიდგომების და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების დიდი გამოცდილება აქვთ დაგროვილი.

მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის განსაკუთრებული გამოწვევაა ქალაქებიდან დაშორებულ დასახლებებში, ასევე მაღალმთიან სოფლებში სტანდარტებთან შესაბამისი სასმელი წყლის მოწოდება.

შეხვედრისას ორივე მხარემ იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის მომავალი თანამშრომლობა წარმატებული იქნება.